|
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს სამუშაო შეხვედრებს სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისათვის
მიმდინარე წლის 26, 28 და 29 თებერვალს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების შესახებ აწყობს სამუშაო შეხვედრებს სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისათვის შემდეგ საკითხებზე:
1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ადმინისტრირება;
ა) ექსპერტთა შეფასებების გაანგარიშების მეთოდიკის ვარიანტების განხილვა; (დამატებით მონაწილეებს დაურიგდებათ ფონდის მიერ შემუშავებული კითხვარები),
ბ) სამეცნიერო ქვემიმართულებების (კლასიფიკატორის) განხილვა.
2. 2008 წლის საგრანტო კონკურსების, სტიპენდიებისა და სხვა პროგრამების განხილვა.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში შემდეგი გრაფიკით:
26 თებერვალი (სამშაბათი) _ საბუნებისმეტყველო (4) და მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიების (3) სფეროში მოღვაწე მეცნიერთათვის;
28 თებერვალი (ხუთშაბათი) _ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და გარემოს (5) და სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო (6) სფეროში მოღვაწე მეცნიერთათვის;
29 თებერვალი (პარასკევი) _ საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები (7) და აგრარულ (8) სფეროში მოღვაწე მეცნიერთათვის.
სამუშაო შეხვედრები დაიწყება 16 საათზე.
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N77