|
თავი VIII. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების
ხელმძღვანლების არჩევის წესი
მუხლი 17. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანლის არჩევა
1. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანლის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ პროფესორის აკადემიური ხარისხის ფლობის სავალდებულოობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
2. განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგელობით საბჭოს.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანლის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.
5. კანდიდატურის შერჩევის განმეორებითი კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები
6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანლის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციასა და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია
7. უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 18. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანლის არჩევა
1. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანლების კანდიდატურებს.
2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.
3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის (კანდიდატურებს) წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს (ხელმძღვანლებს), რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით.
4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.
5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
6. უნივერსიტეტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩევიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სამსახურის დროებით დაკომპლექტებას.