|
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია
(უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური)ინსტრუქცია #1
1. სახელი, გვარი
2.თანამდებობის დასახელება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მ. შ.
3.ზოგადი დებულებანი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, შემდგომში “სამსახურის”, მოვალეობაა უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (სტუდენტთა ცოდნის შეფასება, მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა. შ.) დანერგვის გზით, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეთანაწყობა სასწავლო პროცესთან, აგრეთვე ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება.
4.თანამდებობრივი დაქვემდებარება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს ერთ-ერთ ხელმძღვანელს და თანამდებობრივად ექვემდებარება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, იგი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რეფორმების კომისიის წინაშე.
ინსტრუქცია #2
1. სახელი, გვარი
2. თანამდებობის დასახელება წამყვანი სპეციალისტი
3. ზოგადი დებულებანი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, შემდგომში “სამსახურის”, მოვალეობაა უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (სტუდენტთა ცოდნის შეფასება, მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა. შ.) დანერგვის გზით, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეთანაწყობა სასწავლო პროცესთან, აგრეთვე ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება.
4. თანამდებობრივი დაქვემდებარება მთავარი სპეციალისტი ექვემდებარება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.
5. თანამდებობრივი მოვალეობანი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობაა, მიიღოს დავალება სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლიდან, გადაანაწილოს აღნიშნული დავალებები სამსახურის წამყვან სპეციალისტებზე და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელებზე, დაეხმაროს მათ საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტებზე დროებითი მოქმედი ჯგუფების ჩამოყალიბებაში “სამსახურის” ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შეთანხმების საფუძველზე, მონიტორინგი გაუწიოს ფაკუტეტებიდან და წამყვანი სპეციალისტებიდან წარმოდგენილ მასალებს და მოამზადოს ისინი რეფორმების კომისიაზე წარსადგენად.
ინსტრუქცია #3
1.სახელი, გვარი
2.თანამდებობის დასახელება სპეციალისტი
3ზოგადი დებულებანი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, შემდგომში “სამსახურის”, მოვალეობაა უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (სტუდენტთა ცოდნის შეფასება, მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა. შ.) დანერგვის გზით, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეთანაწყობა სასწავლო პროცესთან, აგრეთვე ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება.
4.თანამდებობრივი დაქვემდებარებაწამყვანი სპეციალისტი ექვემდებარება “სამსახურის” მთავარ სპეციალისტს.
5.თანამდებობრივიმოვალეობანი“სამსახურის” წამყვანი სპეციალისტის მოვალეობაა შეასრულოს მთავარი სპეციალისტის მიერ მიცემული დავალებები, მონიტორინგი გაუწიოს მასზე მიმაგრებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობას და უნივერსიტეტის “სამსახურის” სამუშაო გეგმის შესაბამისად კონტროლი გაუწიოს ფაკულტეტებზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების მიმდინარეობას. შექმნას კომპიუტერისათვის მონაცემთა ბაზა და ყოველდღიურად მასზე მიმაგრებული ობიექტებიდან მიღებული მასალებით განაახლოს იგი.
6.თანამდებობრივიუფლებამოსილება“სამსახურის” წამყვანი სპეციალისტის უფლებამოსილებაა შემოწმების და შემდეგ დასკვნების გაკეთების მიზნით დაესწროს მეცადინეობებს მასზე მიმაგრებული ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებში, შეამოწმოს იქ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმდინარეობა და დეკანატების მიერ წარმოებული დოკუმენტაცია.