სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ახალ საპატიო დოქტორებს ირჩევს


საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის თანამშრომლობა გერმანულ უნივერსიტეტებთან უკვე მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
-კაცობრიობისთვის უკვე ნათელია ეკოლოგიისა და ეკოლოგიური მიწათმოქმედების მნიშვნელობა, ხოლო ეს თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს _ ცალსახად აღინიშნა გერმანიის გარემოს დაცვის ფერედალური სამსახურისა და კასელის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამდღიანი ვიზიტის დროს. ფართომასშტაბიანი სტუმარ-მასპინძლობა საპატიო იყო. ანგელიკა პლიოგერსა და ბატონ ჰაინც ფეერს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტისათვის გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
პროფესორი ანგელიკა პლიოგერი - 2001 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს კასელის უნივერსიტეტის (ვიცენჰაუზენი)
ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის ორგანული კვების ხარისხის და კვების კულტურის დეპარტამენტს. მისი ინიციატივით შემოღებულია კვების
ბიზნესის და მოხმარების ახალი სამაგისტრო პროგრამა. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი გერმანიაში და ერთადერთი ფაკულტეტი ევროპაში,
რომლის ძირითადი მიზანია ორგანული პროდუქტების სისტემებზე ყურადღების გამახვილება. პროფ. ანგელიკა პლიოგერი არის მთელი რიგი არასამთავრობო
ორგანიზაციების წევრი, როგორიცაა კვების ქცევის გერმანიის ასოციაცია, ორგანული კვების ხარისხის და ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაცია, კვების
კულტურის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველთა ორი საბჭო _ კვების და მომხმარებლის დაცვის და გენეტიკური
რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების. არის საერთაშორისო ჟურნალის ,,აგრარული მეცნიერების მაცნეს~ რედაქტორის მოადგილე.
პროფ. ანგელიკა პლიოგერს მჭიდრო და საქმიანი კავშირები აქვს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან. ის იყო ეკოლოგიური მიწათმოქმედების და ბუნების დაცვის საერთაშორისო განყოფილების დაფუძნების (გერმანიის მხარის სრული დაფინანსებით) ერთ-ერთი ინიციატორი და სულის ჩამდგმელი. Mმისი ინიციატივით უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არა ერთხელ იყვნენ მიწვეული გერმანიაში საერთაშორისო კურსების გასავლელად, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის
სოფლის მეურნეობის ფერმების საქმიანობის გასაცნობად. Aაქტიურად მონაწილეობს ახალი განყოფილების სასწავლო გეგმების შედგენაში და თანამედროვე ლაბორატორიეს მოწყობაში.
დოქტორი ჰაინც ფეერი - 1966 წლიდან "იოჰანეს ფეერის კომპანიის" მფლობელი. ამავდროულად ასრულებს სხვადასხვა მოვალეობებს, მათ შორის, როგორც
ნარჩენების მენეჯმენტის კომპანიების ფედერალური ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, კასელის ინდუსტრიის და სავაჭრო კომპანიის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი,
ლოფელდენის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი. აქვს საპატიო წოდებები რელიგიის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში და არის მრავალი
დარგის ცნობილი სპონსორი. 2005 წელს კასელის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მას მიანიჭა ,,უნივერსიტეტის საპატიო მოქალაქის~ წოდება, რადგანაც ის 1983 წლიდან აფინანსებს კასელის უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტებსა და სადოქტორო თემებს.
ჰაინც ფეერის დაფინანსებით საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის საერ- თაშორისო განყოფილებაში ყალიბდება ,,გარემოსა და სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტების მონიტორინგის~ ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით და კომპიუტერული ტექნიკით.
აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის
წევრები, გერმანიის საელჩოს თანამშრომლები, კასელის უნივერსიტეტის პროფესორები, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური
სამსახურის, DAAD-ის, მსოფლიო ბანკის, მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები.
- საპატიო დოქტორების გალერეაში გერმანიის წარმომადგენელთა რაოდენობა სჭარბობს, ეს კი თავისთავად მრავლის მეტყველი ფაქტია. პროფ. ანგელიკა პლიოგერისა და ბატონ ჰაინც ფეერისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებით ჩვენ აღვიშნავთ როგორც მათ დამსახურებას, ასევე გერმანიის სახელმწიფოს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის განათლების სფეროში -აღნიშნა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა სრულმა პროფესორმა გელა ჯავახიშვილმა.
პროფ. ანგელიკა პლიოგერი:
- საპატიო დოქტორის წოდების მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ეს არის დაფასება იმ ძალისხმევისა, რაც ჩვენმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში ერთობლივ მუშაობაში განახორციელა. ჩვენი თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. თანამედროვე მსოფლიოში, გლობალიზაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის გაცვლას, ერთმანეთის კულტურის გაცნობასა და დაფასებას. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რაც გვაძლიერებს.
- როგორ გაგრძელდება კასელის უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის თანამშრომლობა?
- ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. უკვე წარმატებით განხორციელდა ეკოლოგიური მიწათმოქმედების სამაგისტრო კურსი, რომელიც მომავალში საერთაშორისო და ინგლისურენოვანი გახდება. იგეგმება გაცვლითი პროგრამების გაფართოება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ხოლო ახლო მომავალში სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში თანამედროვე ლაბორატორია მოეწყობა.
- გერმანიას დიდი პოტენციალი გააჩნია განვითარებადი ქვეყნებისათვის დასახმარებლად. ღა მნიშვნელობა თუ ფუნქცია ენიჭება ამ შემთხვევაში საქართველოს?
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის უნიკალური ბიომრავალფეროვნება,
რომელიც ამ პატარა, ლამაზ ქვეყანაშია დაცული. ჩვენს ინტერესში არის ორივე
ფაქტორი _ წმინდა მეცნიერული და ადამიანური, რაც აუცილებელია ჩვენი პლანეტის მომავლისთვის. ასევე აღსანიშნავია ის უნიკალური ცოდნა აგრარულ დარგში,
რაც საქართველოს გააჩნია. ჩვენ ნამდვილად ბევრ რამეს ვსწავლობთ თქვენი ქვეყნისგან.
დოქტორი ჰაინც ფეერი:
- სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს თანამშრომლობას. უღრმესი მადლობა საპატიო დოქტორის წოდებისთვის, რაც ჩემი ღვაწლის აღიარებად მიმაჩნია. ეს მე კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს აქტიურად გავაგრძელო თანამშრომლობა და წვლილის შეტანა იმ კეთილშობილ საქმეში, რასაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ცოდნის მიცემა და წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი დღეა, რაც უპირველესად იმას ამტკიცებს, რომ ურთიერთდახმარების კეთილი საქმე საზღვრებს არ სცნობს.
საბჭოს სხდომის შემდეგ საპატიო დოქტორები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო, გაეცნო მათ საქმიანობას და აკურთხა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისა და გერმანიის კასელის უნივერსიტეტის პერსპექტიული თანამშრომლობა.