|
საქართველოს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტსა და"სახალხო ბანკს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2008 წლის 10 მარტს
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა გელა
ჯავახიშვილმა და "სახალხო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგუაძემ
ხელი მოაწერეს მემორანდუმს მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარებისა და
სტუდენტების განათლების ხელშეწყობის შესახებ.
მემორანდუმის პირობების
თანახმად ბანკი გამოხატავს კეთილ ნებას და იღებს ვალდებულებას დააფინანსოს შვიდი
წარჩინებული მაგისტრი. "სახალხობანკი" სტუდენტებს ასევე საშუალებას მისცემს მიიღონ
შეღავათიანი კრედიტები სწავლის გასაგრძელებლად და შესთავაზებს მათთვის ხელსაყრელ
პირობებით სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტებს.
თავის მხრივ, უნივერსიტეტი
მხარდამჭერასა და ხელშეწყობას აღუთქვამს ბანკს საბანკო პროდუქტების სტუდენტებისა და
უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაცნობასა და შეთავაზებაში.