სტუდენტთა მობილობა საქართველოს აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს სტუდენტთა მობილობის სისტემის შექმნა წარმოადგენს. წინა წლებში ამ სისტემის არარსებობა ართულებდა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლას და ამავდროულად, ხელს უწყობდა კორუფციას.
დღეისათვის სტუდენტთა მობილობის პროცედურა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის #127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის N121 ბრძანებით აღნიშნულ დებულებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე. უკანსაკნელი ცვლილება მიზნად ისახავს სტუდენტთა სხვა მობილობის წესის გამარტივებასა და პროცესის გამჭვირვალეობას. კერძოდ, ახალი წესი უზრუნველყოფს:
· სტუდენტთა მაქსიმალური ქვოტის ფარგლებში, ყველა თავისუფალი ადგილის ვაკანტურად გამოყენება;
o ძველი წესის მიხედვით ვაკანსიად ითვლებოდა მხოლოდ მისაღები კონტინგენტის ფარგლებში გამონთავისუფლებული ადგილები;
· ვაკანტური ადგილების საერთო და სასწავლებლების მიხედვით რაოდენობის საჯაროობას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის www.nea.ge და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს www.mes.gov.ge ვებ-გვერდების საშუალებით.
o მაშინ როდესაც, ინფორმაცია არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის;
· სტუდენტის მიერ ათვისებულ სასწავლო კურსებსა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამას შორის შესაბამისობის დადგენას მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და აღნიშნული შესაბამისობის აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენტური ექსპერტების მეირ გადამოწმებას;
o აკადემიური პროგრამების შესაბამისობა დგინდებოდა მხოლოდ მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გადამოწმების გარეშე;
· ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სტუდენტებისთვის, რეგისტრაციისა და გამოცდების შესახებ წინასწარ განსაზღვრული ფორმისა და ვადის შესახებ;
o სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების წინასწარი განსაზღვრა არ იყო სავალდებულო.
დადგენილი წესის თანახმად, სტუდენტს სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ შეუძლია გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, გადასვლა შეუძლიათ აკრედიტებული და არააკრედიტებული დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც:
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცედურა შემდეგია:
დასაწყისში სტუდენტმა უნდა გაარკვიოს რომელ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს დარეგისტრირებული სტუდენტთა მობილობისთვის ვაკანტური ადგილები, ამისათვის:
მომავალი სემესტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ.
2007-2008 სასწავლო წლიდან 32 აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ცენტრში დღეისათვის 24 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სტუდენტთა მობილობისთვის პირველადი რეგისტრაციით, 1588 ვაკანტური ადგილი დაარეგისტრირა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ვაკანტური ადგილების მეორადი რეგიტრაციის დასრულებისას, 2007 წლის 10 ივლისს ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.
დამატებითი ინფორმაცია სტუდენტთა მობილობის წესისა და ვაკანტური ადგილების შესახებ იხილეთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.nea.ge.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი