სტუდენტთა მობილობა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს სტუდენტთა მობილობის სისტემის შექმნა წარმოადგენს. წინა წლებში ამ სისტემის არარსებობა ართულებდა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლას და ამავდროულად, ხელს უწყობდა კორუფციას.
დღეისათვის სტუდენტთა მობილობის პროცედურა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანებით დამტკიცებულიერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის N121 ბრძანებით აღნიშნულ დებულებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე. უკანსაკნელი ცვლილება მიზნად ისახავს სტუდენტთა მობილობის წესის გამარტივებასა და პროცესის გამჭვირვალეობას. კერძოდ, ახალი წესი უზრუნველყოფს:

სტუდენტთა მაქსიმალური ქვოტის ფარგლებში, ყველა თავისუფალი ადგილის ვაკანტურად გამოყენებას;
o
ძველი წესის მიხედვით ვაკანსიად ითვლებოდა მხოლოდ მისაღები კონტინგენტის ფარგლებში  გამოთავისუფლებული ადგილები;
ვაკანტური ადგილების საერთო და სასწავლებლების მიხედვით რაოდენობის საჯაროობას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის www.nea.ge და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს www.mes.gov.ge  ვებ-გვერდების საშუალებით.
o
მაშინ როდესაც, ინფორმაცია არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის;
სტუდენტის მიერ ათვისებულ სასწავლო კურსებსა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამას შორის შესაბამისობის დადგენას მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და აღნიშნული შესაბამისობის აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენტური ექსპერტების მეირ გადამოწმებას;
o
აკადემიური პროგრამების შესაბამისობა დგინდებოდა მხოლოდ მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გადამოწმების გარეშე;
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სტუდენტებისთვის, რეგისტრაციისა და გამოცდების შესახებ წინასწარ განსაზღვრული ფორმისა და ვადის შესახებ;
o
სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადების წინასწარი განსაზღვრა არ იყო სავალდებულო.

დადგენილი წესის თანახმად, სტუდენტს სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ შეუძლია გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, გადასვლა შეუძლიათ აკრედიტებული და არააკრედიტებული დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც:

ჩაირიცხნენ 2004 წლის ჩათვლით და სწავლობენ იმ არა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ 2005-2006 ან 2006-2007 სასწავლო წლებში.
  
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცედურა შემდეგია:

ვაკანტური ადგილების მქონე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დადგენის მიზნით სტუდენტი თავდაპირველად ამოწმებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს: www.nea.ge ან უკავშირდება მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;
სტუდენტი მიმართავს შერჩეულ სასწავლებელს და რექტორის სახელზე წერს განცხადებას გადასვლასთან დაკავშირებით, თან წარადგენს პირადი საქმის ასლებს;
აღნიშნულის საფუძველზე მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაადგენს აკადემიური პროგრამების შესაბამისობას სტუდენტის მიერ ათვისებულ სასწავლო კურსებსა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვის სასურველ პროგრამას შორის;
თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებულ ადგილების რაოდენობას, აკადემიური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სტუდენტი აბარებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გადასაყვან წერილობით გამოცდას;
სემესტრის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე, სტუდენტს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება გადაყვანის წესით მისი შესაძლო ჩარიცხვის შესახებ;
სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რექტორი გამოსცემს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ აქტის პროექტზე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ.
   
მომავალი სემესტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ.
2007-2008
სასწავლო წლიდან 39 აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ცენტრში დღეისათვის 34 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სტუდენტთა მობილობისთვის 5207 ვაკანტური ადგილი დაარეგისტრირა.
დამატებითი ინფორმაცია სტუდენტთა მობილობის წესისა და ვაკანტური ადგილების შესახებ იხილეთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.nea.ge.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი -
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი