|
|
|

სტუდენტთა უფლებები
(კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, თავი VI, სტუდენტი)
მუხლი 43. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და
დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო
და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი
ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის,
საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული
კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის,
ფაკულტეტისა და უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით
ორგანოებში ამ კანონისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების
შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში
თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ
იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პრიცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი
სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან
ან სხვა წყაროებიდან მიღოს სტიპენდია, ფინანსურინ ან მატერიალური დახმარება, სხვა
სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ კანონთა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის
მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ–პროფესორის
თანამდებობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების
არჩევნებში იგი მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის
აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი ფაკულტეტის
დებულებით.
4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი
ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური
მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის
მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების
გატარების შესახებ კონფედენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს
სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი
უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური
მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა
ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას
ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით დადგენილი წესით.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი
უფლებამოსილებისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც
შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება,
გარდა ამავე მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს
სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო
პროცედურებს.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინალური დევნა უნდა იყოს დისციპლინური
გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანწესით გათვალისწინებულ
შემთხვევაში და წესით, ამ კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის
გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშავოს სტუდენტის
ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწსებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ
ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი,
რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისგებლობას.
8.სტუდენტის მიმართ დისციპლინალური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს
სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანწესით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის,
საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის
დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს
დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილიბითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ
დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის
უფლებით;
გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების
გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ
იქნეს საჯარო სხდომაზე;
10. დისციპლინური საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების
მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს
დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონით და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ
მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია
უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის
მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი
სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი
|
|
|
|
სასოფლო–სამეურნეო
უნივერსიტეტში TBCბანკმა
ორდღიანი აქცია მოაწყო. სტუდენტებს
სამახსოვრო საჩუქრები და სტუდენტური სესხის ბონუს ბარათები დაურიგდათ
www.tbcbank.ge
|
|