სტუმარი კალიფორნიიდან

 

2008 წლის 5 ივნისს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს კალიფორნიიდან ეწვია დევისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯეიმ შულტი.

ამერიკის მომავალ ფერმერთა ასოციაციისა და მისი მონაწილეობით 2003 წელს საქართველოში გაიხსნა საქართველოს მომავალ ფერმერთა ორგანიზაცია, რომელშიდაც გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სკოლის მოსწავლეები. ამ ორგანიზაციის მიზანიასკოლიდანვე შეაყვარონ ბავშვებს ბუნება, სოფლის მეურნეობა, გადასცენ მათ ელემენტარული ცოდნა აგრარულ საკითხებში, რათა დააინტერესონ მომავალში წარმატებულ ფერმერებად მათი ჩამოყალიბება. ბატონი შულტი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ გია გაგოშიძეს, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგეს ნანა თედეევას, პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამაზ ჭუჭულაშვილს. შეხვედრაზე ბატონმა შულტმა დამსწრეთ გააცნო ინფორმაცია კალიფორნიაში და საქართველოში ამ ასოციაციის მუშაობის შედეგები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რამდენიმე წელია საქართველოს სკოლების მოსწავლეები მიყავთ კალიფორნიის ფერმერულ მეურნეობებში გამოცდილების და ცოდნის მისაღებად. მან  აზრი გამოთქვა, რომ საქართველოში აგრარულ სფეროში წარმატების მისაღწევად და მომავალ ფერმერთა მოსამზადებლად საჭიროა აქტიურად ჩაერთოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კოლექტივიც, დაამყაროს კონტაქტი სკოლებთან, მოამზადოს სკოლებში სოფლის მეურნეობის საგნის მასწავლებლები.

ქალბატონ ნანა თედეევამ სურვილი გამოთქვა, რათა დევისის უნივერსიტეტსა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის დამყარდეს მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა და ჩვენი უნივერსიტეტიც იქნას ჩართული საერთაშორისო პროექტებში.