|
Internet Access and Training Program იწყებს უფასო დისტანციური სწავლების კურსს ”ტურიზმის ბიზნესის მენეჯმენტი”
ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა IATP (Internet Access and Training Program) გიწვევთ დისტანციური სწავლების კურსზე ”ტურიზმის ბიზნესის მენეჯმენტი”. დისტანციური სწავლების კურსი წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე, სწავლება უფასოა. საბუთების მიიღება 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე.
დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, შემდეგ მისამართზე http://dl.iatp.ge/register/, ხოლო ხელით შესავსები ფორმები კი ხელმისაწვდომია IATP ცენტრებში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მისამართზე: www.ge.iatp.net
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და განათლების მქონე პიროვნებას. პირველ ეტაპზე კურსებზე ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭება „სასტუმრო ადგილები ტურიზმის განვითარება საქართველოში“ პროექტის მონაწილეებს. კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ IATP–ის ცენტრების მომსახურეობით თბილისში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, რუსთავში, თელავში.
აღნიშნული კურსი არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა, რომელიც ადმინისტრირებულია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მიერ.
სწავლა დაიწყება 1 ნოემბერს.