|
უკრაინაში დაგეგმილია `სტუდენტური რესპუბლიკის~ შექმნა
ქ. კიევში (უკრაინა) სტუდენტურ ფესტივალზე დაგეგმილია `სტუდენტური რესპუბლიკის~ ჩამოყალიბება, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საზოგადოებრივი თვითშეგნების, დემოკრატიული ფასეულობების განვითარება და მომავალი ლიდერების აღზრდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს. ფესტივალი გაივლის რეგიონალურ, სახელმწიფო და საერთაშორისო ეტაპებს. პირველი ორი ეტაპი უკვე ჩატარდა. საერთაშორისო ეტაპის ჩატარების თარიღი ზუსტდება და დამატებით გეცნობებათ.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის იქმნება საორგანიზაციო კომიტეტები.
ამგვარად შექმნილ ახალგაზრდულ წარმონაქმნს (კვაზი-სახელმწიფოს), რომელსაც `სტუდენტური რესპუბლიკა~ დაერქმევა, ექნება თავისი კანონები, სახელისუფლებო ორგანოები, ტერიტორია, ვალუტა და სახელმწიფოს სხვა ატრიბუტები. ასეთ `რესპუბლიკაში~ შეიქმნება პოლიტიკური პარტიები, გამოცხადებული იქნება და ჩატარდება არჩევნები. მისი არსი არის ყველა იმ პოლიტიკურ-სმართლებრივი და ეკონომიკური პროცესების მოდელირება, რომელიც წარიმართება საზოგადოებაში არჩევნების ჩატარებისას. აქვე გაიმართება სხვადასხვა სახის კონკურსები, მრგვალი მაგიდები, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი დაჯილდოვება.
ამ ღონისძიებაში მონაწილე მსურველებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის მიმართონ საქართველოში უკრაინის საელჩოს მისამართზე: 0160 ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ. 75. ტელ.: (99532) 98-93-62
ან უკრაინაში დაუკავშირდნენ საორგანიზაციო კომიტეტს მისამართზე:
03150, ქ. კიევი, ანტონოვიჩის (გორკის) ქ. 107, კ. 29.
`სტუდენტური რესპუბლიკა~
ტელ.: +38 044 522 82 98 + 38 050 381 31 21.: