|
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები.
12.09. 07
აგრონომიული ფაკულტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა აგროეკოლოგიის მიმართულებით დაიკავა ამავე დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ხათუნა ხომასურიძემ.
აგრონომიული ფაკულტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით დაიკავა ამავე დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ნინა მუმლაძემ.
13.09.07
ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის ჰუმანიტარული მეცნიერების დეპარტამენტის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფილოსოფიის მიმართულებით დაიკავა ამავე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებრივ საწყისებზე ალექსანდრე კუკანიამ.
ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის ჰუმანიტარული მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფილოსოფიის მიმართულებით დაიკავა ამავე დეპარტამენტის მასწავლებელმა ამბროსი კავლელაშვილმა.
ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის ჰუმანიტარული მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა პედაგოგიკის მიმართულებით დაიკავეს ამავე დეპარტამენტის მასწავლებლებმა ნანული გვიანიშვილმა და ლელა ბენდიანაშვილმა.
14.09.07
კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოქიმიის მიმართულებით დაიკავა ამავე დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა მურადი გარუჩავამ.
სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის მეტყევეობა- ლანდშაფტის დაგეგმარებისა და სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მეტყევეობის მიმართულებით დაიკავა ფაკულტეტის დეკანმა, ასისტენტ პროფესორმა ნატო კობახიძემ.