გვერდი | GSAU | ფაკულტეტები | დებულებები და ინსტრუქციები|საიტის რუკა | ENGLISH|


დეკანი
ისტორია
დეპარტამენტები
სპეციალიზაცია
მეცნიერება
კურს.დამთავრებული
სტუდენტები
პუბლიკაციები
ინფორმაცია
მუზეუმი

დეკანი


სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლევან მაკარაძე დაიბადა 1952 წლის 21 ოქტომბერს შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურში.
1975 წელს წარჩინებით დაამთავრა საქ. სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1999 წელს სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მინიჭებული აქვს პროფესორის (2001წ) სამეცნიერო-პედაგოგიური და სრული პროფესორის (2005) აკადემიური წოდება.
მუშაობდა პათოლოგიური ანატომიის განყოფილების (1986-1990წწ.), პათოლოგიური ანატომიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის და ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ (1989-2005), მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტისა (2005-2006) და ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მ.შ. (2006). 2006 წლის ნოემბრიდან სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანია.
ავტორია 19 მეთოდური მითითების, 4 მეცნიერული რეკომენდაციის (მათ შორის ერთი გამოიცა დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით), 85 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 39 საზღვარგარეთ გამოქვეყნებული). მიღებული აქვს პატენტი პრეპარატის მიღების ხერხზე და არის ერთი გამოგონების ავტორი.
ამერიკის დემოგრაფიული ინსტიტუტის მიერ აღიარებულია 2004 წლის გამოჩენილ პიროვნებად, საქართველოში სავეტერინარო პათომორფოლოგიაში მეცნიერული მიღწევების გამო. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია ამერიკულ გამოცემაში ““Who is who”. არჩეულია აღნიშნული ინსტიტუტის საკოორდინაციო საბჭოს საპატიო წევრად.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 და 2002 წლის 18 აგვისტოს განკარგულებით სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2000) და ღირსების ორდენით (2002).
ყავს მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ცხოვრობს: ქალაქი თბილისი, კრწანისი კორპუსი 3, ბინა #13
საკონტაქტო ტელეფონები: 899 31 77 07; 895 30 17 10
 

 

 

 

Copyright 2007 - GSAU - All Rights Reserved