|
ი ს ტ ო რ ი ა
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი შეიქმნა 1932
წელს. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო ვეტერინარიის მეცნიერებათა
კანდიდატი, დოცენტი ლევან ლეონიძე (1932 – 1933წწ.). შემდგომში
ფაკულტეტის დეკანად მუშაობდნენ: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი მიხეილ ფარცვანიძე (1933 – 1936წწ.); ვეტერინარიის
მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ვარლამ ხურცია (1936 – 1937წწ.);
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ პრეობრაჟენსკი
(1937 – 1938წწ.); საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი მათიკაშვილი (1938
– 1951წწ.); ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი გიორგი
ფეიქრიშვილი (1951 – 1965წწ.); ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი,
დოცენტი პეტრე ბურთიკაშვილი (1965– 1968წწ.); ვეტერინარიის მეცნიერებათა
კანდიდატი, დოცენტი ალექსანდრე ბაიაშვილი (1968 – 1972წწ.); საქართველოს
სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი გუგული გოდერძიშვილი (1972 – 1992წწ.); ვეტერინარიის
მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი რამაზ ჭანტურიძე (1992 – 1998წწ.);
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ჯემალ ბაბაკიშვილი (1998 –
2005წწ.); ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
მაია კერესელიძე (2005წ.); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული
პროფესორი თენგიზ ყურაშვილი (2005 – 2006წწ.); ვეტერინარიის მეცნიერებათა
დოქტორი, სრული პროფესორი ლევან მაკარაძე (2006 წლიდან დღემდე).
2006 წლის მარტამდე ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა 11 კათედრა:
1. ეპიზოოტოლოგიის (კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი ჯემალ
ბაბაკიშვილი);
2. ზოოლოგიისა და ჰისტოლოგიის (კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი
შოთა ნებიერიძე);
3. ზოოჰიგიენის და ეკოლოგიის (კათედრის გამგე, სრული პროფესორი ჯემალ
ნაჭყებია);
4. კლინიკური დიაგნოსტიკისა და თერაპიის (კათედრის გამგე, პროფესორი
კარლო ქორჩილავა);
5. პათოლოგიური ანატომიისა და პათოლოგიური ფიზიოლოგიის (კათედრის გამგე,
სრული პროფესორი ლევან მაკარაძე);
6. პარაზიტოლოგიის და ვტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის (კათედრის
გამგე, სრული პროფესორი გუგული გოდერძიშვილი);
7. მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის (კათედრის გამგე, სრული პროფესორი
მერაბ ნათიძე);
8. ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის (კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი
რობიზონ ბოსტაშვილი);
9. ქირურგიის (კათედრის გამგე, სრული პროფესორი ვლადიმერ თვალიაშვილი);
10. ცხოველთა მეანობა – გინეკოლოგიისა და გამრავლების ბიოტექნოლოგიის
(კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი რამაზ ჭანტურიძე);
11. ცხოველთა ანტომიისა და ფიზიოლოგიის (კათედრის გამგე, სრული პროფესორი
გივი რამიშვილი).
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად,
უნივერსიტეტში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმებისა და რეორგანიზაციის
შედეგად 2006 წლის 01 მარტიდან გაერთიანდნენ:
- პათოლოგიური ანატომიისა და პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ანატომიისა და
ფიზიოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ზოოლოგიის კათედრები. მის ბაზაზე
ჩამოყალიბდა მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტი (უფროსი
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი ლევან მაკარაძე
2006-2007წლები, 2007 წლის თებერვლიდან ვეტერინარიის მეცნიერებათა
კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ვაჟა ქვაჭრელიშვილი).
- მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის, პარაზიტოლოგიის და
ვეტსანექსპერტიზის, ეპიზოოტოლოგიის, ზოოჰიგიენა – ეკოლოგიის. მის ბაზაზე
ჩამოყალიბდა ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტი (უფროსი
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დავით
გოდერძიშვილი).
- კლინიკური დიაგნოსტიკისა და თერაპიის, გინეკოლოგიის და გამრავლების
ბიოტექნოლოგიის, ქირურგიის, ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის. მის ბაზაზე
ჩამოყალიბდა არაგადამდებ სნეულებათა დეპარტამენტი (უფროსი ვეტერინარიის
მეცნიერებათა დოქტორი სრული პროფესორი ვლადიმერ თვალიაშვილი).
ფაკულტეტის შემადგენლობაში გარდა სამი დეპარტამენტისა გაერთიანებულია
ვეტერინარიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი ვეტერინარიის
მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თ. ხარებაძე),
სავეტერინარო პოლიკლინიკა სტაციონარებით, პათოლოგიური ანატომიის,
ანატომიის და ზოოლოგია – ემბრიოლოგიის მუზეუმი, პროზექტურა, ვეტერინარული
აფთიაქი, ინფექციური და საცდელი ცხოველების ვივარიუმი.
ფაკულტეტზე უმაღლესი განათლების მიღება ხდება ერთსაფეხურიანი,
ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე:
ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლოვობა 6
წელია. აღნიშნულ საფეხურზე მზადდება სპეციალისტი პრაქტიკული ხასიათის
საქმიანობისათვის.
ბ) მაგისტრატურა და რეზიდენტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის
ხანგრძლივობა 2 წელია. მაგისტრატურაში სწავლის მიზანია სპეციალისტის
სამეცნიერო – კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება; რეზიდენტურაში –
მაღალპროფესიული პრაქტიკული განათლების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება.
გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა
სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე 3-წელია.
დღეისათვის ბაკალავრიატში სწავლას გადის დღის დასწრებული სწავლების
658-მდე სტუდენტი.
ფაკულტეტზე სწავლება წარმოებს ახალი საგანმანათლებლო სასწავლო პროცესის
გეგმით და პროგრამებით, სადაც დაცულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ”
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სწავლის პერიოდში სტუდენტები გადიან სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას.
ფაკულტეტზე დეპარტამენტების მიხედვით ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნიერო
წრე. სტუდენტების მიერ შესრულებული კვლევითი ხასიათის ნაშრომების
პრეზენტაცია ხდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებსა და გამოფენებზე.
ფაკულტეტი შექმნის დღიდან ამზადებს ფართო პროფილის ვეტერინარ ექიმებს,
1997 წლიდან სავეტერინარო ფარმაცევტებს, 2003 წლიდან სავეტერინარო
სანიტარიის სპეციალისტებს.
თავისი არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 7564 ვეტერინარი სპეციალისტი
გამოუშვა, მათგან 7407 ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი, 129
სავეტერინარო ფარმაცევტი, ხოლო 28 ვეტერინარი სანიტარი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც
საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო
პრემიის ლაურეატია, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის
დეპუტატი, ცნობილი მეცნიერი, ბევრ მათგანს მიენიჭა საქართველოს
დამსახურებული მოღვაწის წოდებები და სხვ.
ფაკულტეტზე მოქმედებს ფაკულტეტის საბჭო (თავმჯდომარე სრული პროფესორი ლ.
მაკარაძე), დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო
(თავმჯდომარე სრული პროფესორი გ. გოდერძიშვილი) და ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური (უფროსი ასოცირებული პროფესორი მ. კერესელიძე),
კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
ფაკულტეტს გააჩნია შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა
მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადებისა და სპეციალისტთა
კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
ფაკულტეტის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 165 სახელმძღვანელო, 55
დამხმარე სახელმძღვანელო, 9050-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი 12
მონოგრაფია, ათეულობით პატენტი და გამოგონება, მეთოდური მითითება და
სხვა.
ფაკულტეტზე დღეისათვის მოღვაწეობს: საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის ერთი აკადემიკოსი (გუგული გოდერძიშვილი); ამავე
აკადემიის ერთი წევრ-კორესპონდენტი (თენგიზ ყურაშვილი); სხვადასხვა
აკადემიის 7 აკადემიკოსი; 9 მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი; 2
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 1
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ–კონსულტანტი; 2
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ – კონტრაქტორი; 12
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი; 6
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი; 20
ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მასწავლებელი; 8
მასწავლებელი.
ფაკულტეტზე მომზადდა 28 მეცნიერებათა დოქტორი და 217 მეცნიერებათა
კანდიდატი.
|