გვერდი | GSAU | ფაკულტეტები | დებულებები და ინსტრუქციები|საიტის რუკა | ENGLISH|


დეკანი
ისტორია
დეპარტამენტები
სპეციალიზაცია
მეცნიერება
კურს.დამთავრებული
სტუდენტები
პუბლიკაციები
ინფორმაცია
მუზეუმი
 

სპეციალობა _ ვეტერინარია

ვეტერინარია რეგულირებადი პროფესია, რომლის საქმიანობის წინაპირობა შესაბამისი აკადემიური ხარისხის გარდა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაა.

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე კადრების მომზადება ხდება დიპლომირებული ვეტერინარის, სავეტერინარო ფარმაცევტის და სავეტერინარო სანიტრის სპეციალობით. უმაღლესი განათლების მიღება აღნიშნულ სპეციალობებზე შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი ან სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე.

სწავლების პირველი საფეხური დიპლომირებული ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამითაა წარმოდგენილი. დიპლომირებული ვეტერინარი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სავეტერინარო აკადემიური უმალესი საგანმანათლებლო რეგულირებადი პროგრამის დასრულებისა (სწავლის ხანგრძლივობა 6 წელი) და 360 კრედიტის დაგროვების შემდეგ ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს სავეტერინარო მედიცინაში სპეციალისტის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის.

სწავლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისა და 360 კრედიტის მოპოვების შემდეგ დიპლომირებლ ვეტერინარს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს რეზიდენტურაში ან/და მაგისტრატურაში ან იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სწავლების მეორე საფეხური მაგისტრატურა და რეზიდენტურა (სწავლის ხანგრძლივობა ორი წელი).

მაგისტრატურა წარმოდგენილია სავეტერინარო ფარმაციისა და სავეტერინარო სანიტარიის სპეციალობით. კურსდამთავრებულს შესაბამისად მიენიჭება ფარმაცევტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სავეტერინარო ფარმაციის სპეციალობით. სავეტერინარო სანიტარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სავეტერინარო სანიტრის სპეციალობით.

რეზიდენტურაში დაგეგმილია სპეციალობები სავეტერინარო ქირურგიის, გინეკოლოგიისა და გამრავლების ბიოტექნოლოგიის, სამკურნალო და პროფილაქტიკური საქმიანობის და სავეტერინარო ექსპერტიზისა და სტანდარტიზაციის მიმართულებით. რეზიდენტურაში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ დიპლომირებულ ვეტერინარს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

რეზიდენტურისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში, ანუ სწავლების მესამე საფეხურზე, სადაც სწავლის ხანრძლივობა  სამი წელია და იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. დოქტორანტურაში სწავლება მიმდინარეობს ოთხ სპეციალობაზე:

1. სპეციალობა `ცხოველთა პროპედევტიკა, თერაპია, ქირურგია, გინეკოლოგია და გამრავლების ბიოტექნოლოგია” _ 640609.  დაცულ სადოქტორო ნაშრომზე დოქტორანტს მიენიჭება კვალიფიკაცია ვეტერინარიის დოქტორის აკადემიური ხარისხი: ცხოველთა პროპედევტიკა; თერაპია; ქირურგია; გინეკოლოგია და გამრავლების ბიოტექნოლოგიის განხრით _ 6406097A.

2. სპეციალობა `ცხოველის და მათი პროდუქტების ჰიგიენა, სავეტერინარო სანიტარია, ექსპერტიზა, ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია” _ 640610.  დაცულ სადოქტორო ნაშრომზე დოქტორანტს მიენიჭება კვალიფიკაცია ვეტერინარიის დოქტორის აკადემიური ხარისხი: ცხოველის და მათი პროდუქტების ჰიგიენა; სავეტერინარო სანიტარიული ექსპერტიზა; ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგიის განხრით _ 6406107A.

3. სპეციალობა `სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, ეპიზოოტოლოგია, მიკოლოგია, იმუნოლოგია და პარაზიტოლოგია” _ 640611. დაცულ სადოქტორო ნაშრომზე დოქტორანტს მიენიჭება კვალიფიკაცია ვეტერინარიის დოქტორის აკადემიური ხარისხი: სავეტერინარო მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის; ეპიზოოტოლოგიის; მიკოლოგიის; იმუნოლოგიის პარაზიტოლოგიის განხრით _ 6406117A.

4. სპეციალობა `ცხოველთა პათოლოგია, ონკოლოგია და მორფოლოგია” _ 640612. დაცულ სადოქტორო ნაშრომზე დოქტორანტს მიენიჭება კვალიფიკაცია ვეტერინარიის დოქტორის აკადემიური ხარისხი: ცხოველთა პათოლოგიის, ონკოლოგიისა და მორფოლოგიის განხრით _ 6406127A.

ფაკულტეტს გააჩნია საგანმანათლებლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კვალიფიციური, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული სპეციალისტის მომზადებისათვის, კერძოდ: ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს სავეტერინარო კლინიკის სტანდარტულ შენობაში, რომელსაც  გააჩნია ქირურგიის, გინეკოლოგიის, კლინიკური დიაგნოსტიკისა და თერაპიის სტაციონარი სასწავლო და საცდელი ცხოველებით, ვივარიუმი ლაბორატორიული ცხოველებით, პათანატომიური, ანატომიური, ჰელმინთოლოგიური, ზოოლოგიური მუზეუმები უნიკალური ექსპონატებით, ვეტერინარული აფთიაქი, საოპერაციო ბლოკი, პროზექტურა. სასწავლო პროცესში გამოიყენება მიკრისკოპიული და მაკროსკოპიული პრეპარატები, მულიაჟები, პათოლოგიური პროცესებისა და დაავადებათა სადემონსტრაციო სლაიდები.

სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა_რეზიდენტურა, დოქტორანტურა) უზრუნველყოფილია მყარი საგანმანათლებლო ბაზით, შემუშავებულია:

_ სასწავლო პროცესის ახალი გეგმები, რომელიც შესაბამისობაშია `უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან;

_ უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ჩარჩო სამივე სპეციალობაზე (დიპლომირებული ვეტერინარი, სავეტერინარო ფარმაცია, სავეტერინარო სანიტარია) სწავლების სამივე საფეხურისათვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრით (28 კომპიუტერულ ნაბეჭდ გვერდზე);

_ სავეტერინარო განათლების პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტები 23 კომპიუტერულ ნაბეჭდ გვერდზე;

_ რეზიდენტურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები;

_ ფაკულტეტის, დიპლომირებული ვეტერინარის (სწავლების პირველი საფეხურზე), მაგისტრატურის, რეზიდენტურის და დოქტორანტურის დებულებები;

_ აქტიური  მუშაობა მიმდინარეობს სავეტერინარო განათლების  კონცეფციის შესამუშავებლად.

ფაკულტეტს კავშირი აქვს ევროპისა და ამერიკის შესაბამისი პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სადაც სტუდენტები და ახალგაზრდა პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იგზავნებიან მივლინებით და აღნიშნული პროექტების პერსპექტივა ძალიან დიდია.

 

 

Copyright 2007 - GSAU - All Rights Reserved